კიდევ ერთი განუხორციელებელი პროექტი ბათუმში

კიდევ ერთი განუხორციელებელი პროექტი ბათუმში. პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ქალაქში, ვერ აშენებულ მულტიფუნქციურ სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებით კითხვები აქვს.  ვაჟა დარჩია ამტკიცებს, რომ ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, პასუხისმგებელმა კანადურმა კომპანიამ, 2019 წელს სამშენებლო ბაზარი დატოვა.

დარჩიას აინტერესებს, რატომ გადასცა 20 მილიონიანი პროექტი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, გამარტივებული შესყიდვით, „ვესთინკორ ლომითიდს“ და რატომ თქვა უწყებამ უარი  ტენდერის გამოცხადებაზე. ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, ეჭვებს აჩენს ისიც, რომ ამ დრომდე ექსპერტიზის შედეგები არ დადებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი, მხოლოდ წერიულობით განმარტეს, რომ მასშტაბური პროექტებისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში 100 ათასი ლარია გათვალისწინებული.

მეტის ნახვა