ხელვაჩაურში, სოფელ ქოქოლაძეებში ახალი ხიდი შენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ქოქოლაძეებში ახალი ხიდი შენდება. ამ ეტაპზე, ბურჯების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ახალი ხიდით 100-მდე ოჯახი ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 230 ათას ლარს შეადგენს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს 5 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი.

ინფორმაცია ვიდეო მასალასთან ერთად აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოგვაწოდა.

მეტის ნახვა