იტბორება, ქვეწარმავლები მომრავლდნენ - ჩაქვში მცხოვრებლები ეზოს კეთილმოწყობას ითხოვენ

ჩაქვში, მემედ აბაშიძის რვა ნომერში მცხოვრებლები ეზოს კეთილმოწყობას ითხოვენ. ყოველი გაწვიმებისას ტერიტორია იტბორება, რის შედეგადაც მომრავლდნენ ქვეწარმავლები. სურთ სათამაშო მოედნის მოწყობაც. აქვთ კიდევ ერთი პრობლემა ეზოში სადენები ქაოტურადაა გაყვანილი. როდის დააკმაყოფილებას ქობულეთის მერია და „ენერგო-პრო ჯორჯია მოქალაქეების მოთხოვნებს?

ასე ფიქრობენ, ჩაქვში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლები. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ეზო, მხოლოდ, მაშინ მოხრეშეს,  როდესაც დასახლებაში მეზობელი გარდაეცვალათ. სხვა შემთხვევაში მმართველი გუნდის ყურადღება ვერ მიიქციეს. ამბობენ,  რომ „ქართული ოცნება“, აქ მცხოვრებლების პრობლემებით, მათი, პოლიტიკური გემოვნების გამო არ ინტერესდება.

დასახლებაში, ეზოს კეთილმოწყობას და ბავშვებისთვის სათამაშო მოედნის მოწყობას ითხოვენ. გვიყვებიან, რომ ყოველი გაწვიმებისას ტერიტორია იტბორება, რის შედეგადაც მომრავლდნენ ქვეწარმავლებიც. შესაბამისად, ბავშვებს გარეთ ვეღარ უშვებენ.

აქ მცხოვრებლებს კიდევ ერთი პრობლემა აქვთ. ეზოში სადენები ქაოტურადაა გაყვანილი. ამბობენ, რომ არსებული საკითხის მოგვარებისთვის, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ ბევრჯერ მიმართეს, თუმცა, ვერც მათი ყურადღება მიიქციეს.

როდის დააკამყოფილებას ქობულეთის მერია მოქალაქეების მოთხოვნებს? უწყებაში განმარტეს, რომ მემედ აბაშიძის ქუჩაზე მცხოვრებლების პრობლემებს უახლოეს პერიოდში აღმოფხვრიან. ქობულეთის ვიცე მერის თქმით ისინი, ეზოების მოწესრიგებას, სხვადასხვა მისამართზე, ეტაპობრივად ახორციელებენ.

რაც შეეხება ქაოტურად გაყვანილ ელექტრო სადენებს. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“  განმარტეს, რომ აღნიშნულ მისამართზე კომპანია ქსელს, უახლოეს პერიოდში, მოაწესრიგებს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით,  სამუშაოებისთვის საჭირო მასალები უკვე გამოყოფილია და არსებული მდგომარეობა, მიმდინარე თვეში მოგვარდება.

მეტის ნახვა