გონიო-კვარიათში, აფსაროსის მეორე შესახვევში, ახალი სტადიონისა და სკვერის მშენებლობა ხორციელდება

გონიო-კვარიათში, აფსაროსის მეორე შესახვევში, ახალი სტადიონისა და სკვერის მშენებლობა ხორციელდება. უკვე მოეწყო სტადიონი, დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები და საპარკე სკამები. ამ ეტაპზე, ხელოვნურ მწვანე საფარს აგებენ. სამუშაოები 30 ივნისამდე უნდა დასრულდეს. დასკვნით ეტაპზეა იოანე მესხის ქუჩის პირველ ნომერში სკვერის მშენებლობის სამუშაოები. უკვე მოეწყო ატრაქციონები და გარეგანათების სისტემა. განთავსდა საპარკე სკამებიც. სამუშაოების ღირებულება 166 ათას ლარს აღემატება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, წელს, ქალაქში 15-მდე სკვერის მშენებლობა იგეგმება.

მეტის ნახვა