გაჭიანურებული სამუშაო პროცესები გმირთა ხეივანში

გმირთა ხეივნის გაურკვეველი მომავალი. როდის დასრულება სამუშაოები ტერიტორიაზე,  სადაც საფეხმავლო ბილიკებს აშენებენ, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული. პროექტი, რომლის მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი მუნიციპალური განვითარების ფონდია,  სამი ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს : ერთი აბუსერიძის ქუჩაზე გადადის,  რკინის თაღს ქვემოთ, ხოლო ორი მათგანი – შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, გმირთა ხეივნიდან არდაგანის ტბამდე. გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოების დროულად დასრულებას ვერ უზრუნველყოფს. იმის გარდა, რომ რეკრეაციული ზონის რეაბილიტაცია დროში გაიწელა, დისკომფორტი ექმნებათ ადგილობრივებსა და ტურისტებს.

ასე გამოიყურება გმირთა ხეივანი თითქმის ერთი წლის წინ დაწყებული სამუშაოების მიუხედავად. არადა აქ ახლა საფეხმავლო ბილიკები და რეკრეაციული ზოლი მოწყობილი უნდა იყოს. სურათი ასეთია: ტერიტორია მთლიანად შემოსაზღვრულია  და ხეივნები გადაკეტილია. ბათუმელების გარკვეულ ნაწილს მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციაც კი  არც აქვს

გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივის „განახლებული რეგიონების“  ფარგლებში დაიგეგმა. სამუშაოებზე პასუხისმგებლობა მუნიციპალური განვითარების  ფონდმა აიღო. ხეივანში საფეხმავლო ხიდების მშენებლობაზე  გამოცხადებულ ტენდერში  „საბა კონსტრაქშენმა“ გაიმარჯვა. პირობის მიხედვით, კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 75  დღე  პროექტის მოსამზადებლად მიეცა, ხოლო შემდეგი 7 თვე –მშენებლობისთვის. რაც აქამდე მოასწრეს, ის არის, რომ ბეტონის საფარი აიყარა და ნაწილი სახლით ჩანაცვლდა,  ხეები სხვაგან გადარგეს, მცენარეები კი ბეტონით დამზადებულ ქოთნებში ჩარგეს.

დაუსრულებელი სამუშაოების გამო,  ხეივნის გასწვრივ არსებული ზებრა გადასასვლელები რამდენიმე თვის განმავლობაშია ჩახერგილი. ადგილობრივებს ქუჩის გადაკვეთა გვერდის ავლით უწევთ, ეს კი ავარიულ სიტუაციას ქმნის.

დისკომფორტი აწუხებთ ტურისტებსაც.

რატომ არ დასრულდა გმირთა ხეივნის რეაბილიტაცია პროექტით გათვალისწინებულ ვადაში? „საბა კონსტრაქშენის“ წარმომადგენელი ამბობს,  რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა კომპანიის მიერ მოწყობილი საფეხმავლო ხიდის შეცვლა მოითხოვა, რის გამოც სამუშაოები დროში იწელება. გიორგი სანთელაძის თქმით,  ჩახერგილი ზებრა გადასასვლელები ქვეითებისთვის 10 დღის ვადაში გაიხსნება.

რატომ ასცდა ვადებს ხეივნის რეაბილიტაცია და როდის დასრულდება სამუშაოები? საკითხთან დაკავშირებული კითხვების დასმა ვერ შევძელით მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან. ტენდერში გამარჯვებული  კომპანიის ინფორმაციით კი , განახლებულ რეკრეაციულ ზონას  ბათუმელები  მიმდინარე წლის ჯამში  ფონდს  10 მილიონ ნახევარი ლარია გათვალისწინებული.

მეტის ნახვა