ბათუმში, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში 1 500 მეტრი მიწისქვეშა კომუნიკაცია მოეწყობა. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, 50-მდე ოჯახს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ.

მეტის ნახვა