ბათუმში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენა მიმდინარეობს

ბათუმში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების აღდგენა მიმდინარეობს. 25 მისამართზე სამუშაოები უკვე დასრულებულია. 16 მისამართზე კი სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სახურავების აღდგენა აგვისტოში უნდა დასრულდეს. სამუშაოების ღირებულება 556 ათას ლარს აღემატება.

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით, 98 ოჯახზე გაიცა მატერიალური დახმარება. მიმდინარეობს 60 განცხადების განხილვა.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა