ბათუმში, შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმში, შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 20 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა სანიაღვრე და გარე განათების სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. დაგეგმილია ლეონიძისა და იმედაიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია.

სამუშაოების ღირებულება 21 მილიონამდე ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შავშეთის ქუჩაზე, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა, ბაგრატიონისა და ანდრონიკაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში. შესაბამისად, დროებით შეიცვალა #1, #1ა, #8 და #11 მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტი.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა