ბათუმში, შარაშიძის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, შარაშიძის ჩიხებში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორია წლების განმავლობაში მოუწესრიგებელი იყო. უკვე დასრულდა მიწისქვეშა და გარეგანათების სისტემების მოწყობა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად, მაისში, აღდგება. ამ ეტაპზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ხდება. შარაშიძის ჩიხების რეაბილიტაციისთვის ერთ მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

მეტის ნახვა