ბათუმში, მდინარე მეჯინისწყალზე ნაპირსამაგრ კედელს აწყობენ

ბათუმში, მდინარე მეჯინისწყალზე ნაპირსამაგრ კედელს აწყობენ. ამ ეტაპზე, მდინარის მარჯვენა მხარეს ჯებირის ჩამოსხმა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ივნისში უნდა დასრულდეს.

მერიის ინფორმაციით, გასული წლიდან დღემდე, სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები 150-მდე მისამართზე განხორციელდა. პროექტის ღირებულება 7 მილიონამდე აღწევს.

მეტის ნახვა