ბათუმში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო

ბათუმში, მაჭავარიანის ქუჩაზე, ახალი ხიდის მშენებლობა დაიწყო. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე უკვე დასრულდა ბურჯების მოწყობა. ამ ეტაპზე კი, კედელს აშენებენ. პროექტის მიხედვით, სამუშაოები აპრილში უნდა დასრულდეს. უწყების ცნობითვე, მიმდინარე წელს, კიდევ 5 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი.

ამ მიზნით, ქალაქის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება.

მეტის ნახვა