ბათუმში, გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ბათუმში, გიორგი ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტით გათვალისწინებულია ასფალტის საფარის დაგება, სანიაღვრე სისტემის, ტროტუარების, ბორდიურებისა და გზაგამყოფი ზოლის მოწყობა. ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა წელს უნდა დასრულდეს, რისთვისაც 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

ინფორმაცია, ვიდეო მასალათან ერთად, ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა