ბათუმის სამრეწველო ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმის სამრეწველო ზონაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნენ. გრძელდება გზებისა და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოების ღირებულება ღირებულება, ჯამში, 25 მლნ ლარია.

სამრეწველო ზონაში, 25 პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ინვესტიცია 38 მლნ ლარს შეადგენს. საწარმოების ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით, სამრეწველო ზონაში მთავარი და მეორეხარისხოვანი გზები შენდება. ტერიტორიაზე წყალარინების მაგისტრალური ქსელი მოეწყო და აშენდა სატუმბი სადგურები, რაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა