ბათუმის ახალი ბულვარის პირველი ნაწილის რეაბილიტაცია ზაფხულში დასრულდება - მთავრობა

ბათუმის ახალი ბულვარის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. მიმდინარე პროექტი 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთის განახლებას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია “პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბულვარი სამ ნაწილადაა დაყოფილი და ექსპლუატაციაშიც ფაზებად შევა. სახელმწიფო პროგრამა ,,გმირთა ხეივნის“ რეაბილიტაციასაც მოიცავს.

ამ ეტაპზე, ტერიტორიაზე მონაკვეთების დამაკავშირებელი ხიდების მშენებლობა, მწვანე დერეფნის საყვავილეებში მოქცევა, საფეხმავლო ბილიკის, სარწყავი სისტემის, განათებისა და ხიდის ქვეშ კომერციული სივრცეების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

მეტის ნახვა