ამორტიზებული და ტალახიანი გზა ბაგრატიონის ქუჩაზე

ტალახი და ამორტიზებული გზა ბაგრატიონის ქუჩაზე - დისკომფორტს ბათუმის ერთ-ერთ დატვირთულ მონაკვეთზე, თვეების განმავლობაში დაუსრულებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის.

ბაგრატიონისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინზე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. მძღოლებს ტეროტორიაზე გავლა, ფაქტობრივად, ავტომობილების დაზიანების ფასად უჯდებათ.

ადგილზე წყლის გუბეები და ტალახია. შექმნილი ვითარების მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ დისკომფორტი არ ექმნებათ.

მუშები, კონკრეტულ მონაკვეთში არსებულ მდგომარეობას უამინდობით ხსნიან. რაც შეეხება ბათუმის მერიას, უწყებაში, საკითხზე კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

მეტის ნახვა