8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილზე საცხოვრებლის მშენებლობა იწყება

8 ოქტომბრის ტრაგედიის ადგილზე საცხოვრებლის მშენებლობა იწყება. დაზარალებული ოჯახებისთვის განკუთვნილი კორპუსი 7 სართულიანი იქნება. სამუშაოები 2024 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. საცხოვრებელი ფართობები 63 ოჯახს გადაეცემა.

პროექტის ღირებულება  8 მილიონამდე ლარია. სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. შეგახსენებთ,  ბათუმში, 26 მაისის ქუჩის 13 ნომერში, სადარბაზო 2 წლის წინ,  8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შემთხვევამ 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მეტის ნახვა