ვინ მიიღებს ბინას ოცნების ქალაქში? - მასშტაბურ აქციამდე 1 დღით ადრე, ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ოცნების ქალაქი

"ოცნების ქალაქის" კრიტერიუმებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისიის მუშაობა დასკვნით ეტაპზეა. ამ განცხადებას, ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. „მუყაოს ქალაქში“ მცხოვრებლების დაანონსებულ აქციამდე 1 დღით ადრე ავრცელებს.

უწყების ცნობით, კრიტერიუმების განსაზღვრის მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ნინო ნიჟარაძის განცხადებით, იმსჯელეს ბინების გადაცემის მთავარ პუნქტებზე და ოჯახების უფლებებს, ინტერესებსა და რიგითობას, ამის მიხედვით, განსაზღვრავენ.

მინისტრის თქმით, კრიტერიუმები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება.

მეტის ნახვა