სამუშაო შეხვედრა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში - რას გეგმავს უწყება მიმდინარე წელს?

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ თორნიკე რიჟვაძეს მიმდინარე წლის პროგრამები წარუდგინა. უწყების 2023 წლის ბიუჯეტი 33 მილიონს აჭარბებს.

რეგიონში სრულად ფინანსდება ონკო და გულის ქირურგია; გაიზარდა გულის, ძვლის ტვინის, ღვიძლის ტრანსპლანტაციების ბიუჯეტი. ასევე, უშვილობის მკურნალობის და დიაგნოსტიკის დაფინანსება. ამოქმედდა თვალის ბადურის მძიმე დაავადების მქონე და ალკოჰოლის შედეგად გამოწვეული ქცევითი აშლილობის პაციენტთა მკურნალობა. 2023 წლიდან ეკომიგრანტი ოჯახები ნაცვლად 30 ათასისა, ფინანსდებიან 40 ათასი ლარით. დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

მიმდინარე წელს გაიზრდება საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ფინანსური დახმარება, ასევე, შშმ პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა.

ინფორმაცია, ვიდეო მასალასთან ერთად, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა