ახალი ამბები • 1769693544
ხულოს მაღალი გამავლობის რეანომობილი გადასცეს
ჯანდაცვა
1650452655
ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანომობილი გადაეცა. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მუნიციპალიტეტს რეანომობილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, იგი თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა დაკომპლექტებული და მაღალმთიანი აჭარიდან ყველა სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირება იქნება შესაძლებელი.
მეტის ნახვა






















