ახალი ამბები • 1726648585
ხელოვნური დეფიციტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე - რას წერს რეგულირების სააგენტო?
ხელოვნური დეფიციტი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მედიკამენტებზე - რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, რამდენიმე, დიდი ფარმაცევტული ქსელის მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედება დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ეპილეფსიის სამკურნალო ერთ-ერთ პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოავლინა.
რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტული კომპანიების ინსპექტირების შედეგად, დაადგინა, რომ კომპანიებს მედიკამენტები მარაგში აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, ხელოვნური დეფიციტის შექმნის მიზნით, მათი რეალიზაცია არ ხდებოდა. ფარმაცევტულ კომპანიებზე შედგა სამართალდარღვევის ოქმები და გადაეგზავნა სასამართლოს. კანონდარღვევა გაფრთხილებასა და 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
1726553925
1725957626
1725903423