ბათუმში, 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა, სახელმწიფო პროგრამით, ბინა შეიძინა

ბათუმში, 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა, სახელმწიფო პროგრამით, ბინა შეიძინა. ბენეფიციარებმა, უძრავი ქონება, საჯარო რეესტრში უკვე დაირეგისტრირეს. თანადაფინანსება, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში გასცა.

წელს ბიუჯეტი გაზრდილია და ბენეფიციარი 25 000-ის ნაცვლად 30 000 ლარს იღებს. მიზნობრივი პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. დღემდე, 592-მა ოჯახმა ისარგებლა. 2022 წლის ბიუჯეტი 3 მილიონ 80 ათასი ლარია და სულ 100 ბენეფიციარზეა გათვლილი.

პროგრამის დახმარებით, მიმდინარე წელს საცხოვრებელი უკვე 40-მა ოჯახმა შეიძინა. 

მეტის ნახვა