აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. PET კვლევის დაფინანსებას ზრდის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. PET კვლევის დაფინანსებას ზრდის. მომავალი წლიდან პაციენტებს პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა 90-100 %-მდე დაუფინანსდებათ. სიახლე გავრცელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტზე.

საქართველოში PET კვლევის დაფინანსება პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის წინ დაიწყო. იგი სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით ხორციელდება. მისი ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ.

ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა. აღნიშნული დაფინანსებით 2018 წლიდან დღემდე ჯამში 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 ათას ლარზე მეტი გამოიყო.

მეტის ნახვა