აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს - თანამდებობაზე ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. თანამდებობაზე ედუარდ ნაკაშიძე დაინიშნა, რომელიც ეკომიგრაციის მიმართულებას უხელმძღვანელებს. იგი მანამდე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა.

ნაკაშიძემ პოსტზე რამაზ ჯინჭარაძე ჩაანაცვლა, რომელიც თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი გახდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი მოადგილე დაგროვილი გამოცდილებისა და კომპეტენციის გამო შეარჩიეს.

მეტის ნახვა