180 ათასი ლარი ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციისთვის - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი პროგრამა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ძვლის ტვინის ჰაპლოიდური ტრანსპლანტაციის დაფინანსება დაიწყო. რისთვისაც უწყებამ 180 ათასი ლარი გამოყო. მიმდინარე წლიდან, 160 ათას ლარამდე იზრდება ალოგენური გადანერგვის დაფინანსების მოცულობაც.  გასულ წელს მოიმატა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ბენეფიციართა რაოდენობამ. 100 ათასიდან  210 ათას ლარამდე გაიზარდა 18 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადების მქონე პაციენტების ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის დაფინანსება უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებში. 

მეტის ნახვა