რისკები დაზღვეულია - ცესკოს თავმჯდომარე შუალედური არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე

„ბათუმის საარჩევნო ოლქში შუალედურ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკები დაზღვეულია.“ - ეს განცხადება ცესკოს თავმჯდომარემ გააკეთა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, ტრადიციულ მეთოდზე მყისიერი გადასვლისთვის ალტერნატიული გზა გათვალისწინებულია.

როგორც კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება სხვადასხვა კითხვის ნიშნებისა და შესაძლო მანიპულაციების თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

მეტის ნახვა