ოპოზიციონერები საარჩევნო უბნებთან ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდნენ - არის თუ არა ქმედება აგიტაცია?

ოპოზიციის წევრები, საარჩევნო უბნებთან, გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის გამოსახულებიანი მაისურით მივიდნენ. არის თუ არა ქმედება, ერთგვარი აგიტაცია - ამაზე საბოლოო შეფასება, საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა გააკეთოს, თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ფაქტი ამომრჩევლის ნებაზე ირიბი ზეგავლენის მცდელობის ნიშნებს შეიცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, ბათუმის 79-ე ოლქს საჩივრით უკვე მიმართა. საიამ ოლქში, კიდევ ერთი, საჩივარი შეიტანა, რომელიც ერთ-ერთ უბანზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის  სავარაუდო დარღვევას ეხება. ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის თავმჯდომარე ამბობს, რომ რიგ უბნებზე ასმეტრიანი დისტანციის დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა.

იყო ტექნიკური ხარვეზებიც, თუმცა, მესამე სექტორის შეფასებით, ეს, საბოლოო შედეგებზე, არსებითად გავლენას ვერ მოახდენს. 

მეტის ნახვა