ახალი ამბები • 1656066074
მამუკა მდინარაძე 2 აპრილს დაგეგმილ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა
არჩევნები
1648815421
ბათუმში, მიავლინეს ყველაზე სტაჟიანი პროვოკატორები, რომელთა პოლიტიკურ შოუებსაც, ხვალ, სავარაუდოდ ტელეეკრანებზე ვიხილავთ, – მამუკა მდინარაძე 2 აპრილს დაგეგმილ ბათუმის საკრებულოს შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ ბათუმის საკრებულოში მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება, ამ არჩევნებზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატთან შედარებით“, დიდი უპირატესობა აქვს.
მდინარაძემ ოპოზიციას მოუწოდა, არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას ხელი არ შეუშალონ და ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის მშვიდ გარემოში გაკეთების შესაძლებლობა მისცენ.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა