ახალი ამბები • 1656066074
ენმ საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს
არჩევნები
1648892652
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, 89-ე უბანზე ვერიფიკაციის აპარატი საეჭვო ვითარებაში გაფუჭდა და ხმის მიცემის ძველ მეთოდზე გადავიდნენ. ეს სწორედ ის უბანია, სადაც 400 ამომრჩეველი დაემატა.
ხელისუფლების ოპონენტების ინფორმაციით, 92-ე უბანზე კომისიის წევრი მზია დავითაძე, არჩევნებზე მისული ადამიანების სიებს ადგენს. ასევე 76-ე უბანზე რეგისტრატორი საარჩევნო აგიტაციას ეწევა, რაც კანონდარღვევაა.
ოპოზიციის თქმით, 69-ე უბანზე გაფუჭდა მთვლელი აპარატი. როგორც "ქართულ ოცნებაში" აქაც ამბობენ, რომ მათი გამარჯვება გარდაუვალია.

მდინარე ჭოროხმა 35 წლამდე ასაკის კაცი გაი...
1655811403

ბათუმში, საქართველოს ბანკს თავს დაესხნენ
1654855805
მეტის ნახვა