ენმ-ს წევრები დღის მეორე ნახევარში, პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ - "ოცნება"

"ქართული ოცნების" აჭარის შტაბის უფროსის განცხადებით, თოთხმეტივე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ირაკლი ჭეიშვილის ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა რამდენიმე უბანზე, თუმცა პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

მისივე ინფორმაციით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, დღის მეორე ნახევარში, პროვოკაციების მოწყობას გეგმავენ, რასაც, ჭეიშვილის თქმით, სამართლებრივი პასუხი გაეცემა.

მეტის ნახვა