დღეს, ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებია

ბათუმში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს ახალი წევრი უნდა აირჩიონ.

კენჭისყრა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გამარჯვებული კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. თანაპარტიელების განცხადებით, ფუტკარაძეზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზეწოლა განახორციელეს.

14 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებებით მიმდინარეობს, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ვე საარჩევნო უბანზე, პირველად ხორციელდება ამომრჩეველთა ელექტრონული ვერიფიკაცია შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით.

მეტის ნახვა