ახალი ამბები • 1656414413
ბათუმში, საარჩევნო უბნები გაიხსნა
დღეს, ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ქალაქში საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა.
ამომრჩეველთა განსაკუთრებული მობილიზებაა ბათუმის 89-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოქტომბრის კენჭისყრის შემდეგ, ელექტორატთა რიცხვი 400-ით გაიზარდა და 2015-ს გაუტოლდა.
აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება.
კენჭისყრის დღეს ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონულ საშუალებებს გამოიყენებენ. ცესკოს გადაწყვეტილებით, 14-ვე საარჩევნო უბანზე პირველად გამოიყენებენ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატს.
შეგახსენებთ, ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" რამაზ ჯინჭარაძე იბრძვის, ენმ-დან კი მათე ფუტკარაძე. იგი გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილია.

1655192613

1654855805