ბათუმის 23-ე და 76-ე უბნებზე პრობლემა აღმოფხვრილია - ცესკო

ნათია იოსელიანი

ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ბათუმის 23-ე და 76-ე საარჩევნო უბნებზე, სადაც ხმის მიცემა ელექტრონული ტექნოლოგიების საშუალებით მიმდინარეობს, ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებული ხარვეზი უკვე აღმოფხვრილია და ამომრჩეველი ხმას შეფერხების გარეშე აძლევს.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არაა.

„23-ე უბანზე პრობლემა აღმოფხვრილია. იქ პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ჩანაცვლდა ვერიფიკაციის აპარატი ალტერნატიული აპარატით. ჩვენ ვაკვირდებით, როგორ წავა პროცესი და როგორ მიიღებს ამას ამომრჩეველი. პროცესი მიმდინარეობს მშვიდად, არცერთ უბანზე შეფერხება არ არის და როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამომრჩევლები ძალიან მარტივად ახერხებენ პროცესის გავლას. კიდევ ერთ, 76-ე უბანზე იყო იყო მსგავსი ხარვეზი ვერიფიკაციის აპარატთან დაკავშირებით. აქაც პრობლემა უკვე მოგვარებულია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს”, - განაცხადა იოსელიანმა

მეტის ნახვა