"უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის" - კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარა

„უსაფრთხოების კურსი ჟურნალისტებისთვის“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

ორდღიან სწალებას „როიტერის“ ჟურნალისტი, მაკა ანთიძე და ფოტორეპორტიორი, დავით მძინარიშვილი უძღვებოდნენ.

სემინარის ფარგლებში, მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაწოდონ საზოგადოებას სრულფასოვანი ინფორმაცია დემონსტრაციებისა და სამხედრო კონფლიქტების გაშუქებისას ისე, რომ მათ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს. ტრენინგი პრაქტიკულ სამუშაოებსაც მოიცავდა.

მეტის ნახვა