უფასო კვება სკოლებში - მუშაობს თუ არა საქართველოს განათლების სამინისტრო გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივაზე?

სიღარიბის პრობლემა ბავშვებში და ათასობით დაუპურებელი მოსწავლე სკოლაში. გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, სახელმწიფომ, საგანმანათლებლო დაწესებულებებში,კვების კონცეფციაზე მუშაობა დააანონსა. თქვა, რომ დაინერგებოდა საუკეთესო მოდელი, თუმცა ერთი წლის შემდეგ მიღწეულ შედეგებზე სათქმელი ხელისუფლებას არაფერი აღმოაჩნდა.

მოწყალების მთხოვნელი არასრულწლოვნები, ჩვენს ქალაქში, არც თუ ისე ცოტაა. მოზარდები, ძირითადად, საკვებისთვის ითხოვენ ფულს. ის, რომ ჩვენს ქვეყანაში, ბავშვთა სიღარიბე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, არაერთი კვლევა და სტატისტიკა მოწმობს, რომელსაც საქსტატთან ერთად, სხვადასხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები ატარებენ. მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდი. ბოლო მონაცემებით, საქართველოში, ყოველი მეხუთე ბავშვი, სიღარიბის ზღვარს მიღმა იზრდება.

დინამიკაში, ბოლო წლებში, საქართველოში, სიღარიბე, კიდევ უფრო, მზარდია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვთა უფლებები, გაუმჯობესების ნაცვლად, უფრო და უფრო ირღვევა. განათლების მიღების მაგივრად, გადარჩენისთვის იბრძვიან, სამუშაოდ ემიგრაციაში მიდიან ან სკოლაში დადიან, თუმცა, ყოფითი პრობლემების გამო, სრულფასოვნად სწავლას ვერ ახერხებენ. სწორედ, ამიტომ, იუნისეფის რეკომენდაციაა, ხელისუფლებამ, სასკოლო კვების კონცეფცია შეიმუშაოს და სერვისი საჯარო სკოლებში დანერგოს.

იქედან გამომდინარე, რომ არსებული რეალობა მძიმეა, სახელმწიფომ, სკოლებში კვების პრობლემა, რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა გადაჭრას - აცხადებენ განათლების სისტემაში მომუშავე, თითქმის, ყველა რგოლში. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებშიც, რომლებიც სოციალურ პროგრამებს ახორციელებენ და მოწყვლად ჯგუფთან მუშაობენ. და მაინც, ნაწილის შეფასებით, სახელმწიფომ, უპირველესად, იმაზე უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობა ეკონომიკურად იმდენად გაძლიერდეს, სკოლებში კვების საჭიროება დღის წესრიგში არ იდგეს.

პრობლემის მასშტაბურობიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას, „იუნისეფმა“ საერთაშორისო პრაქტიკა გაუზიარა. სასკოლო კვების კონცეფციაზე მუშაობა შესთავაზა და თანამშრომლობისთვის ხელშეკრულებასაც მოეწერა ხელი. შეთანხმების  საფუძველზე, საქართველოს განათლების მინისრტმა, პარლამენტის ტრიბუნიდან, „მინისტრის საათის“ ფორმატშიც კი ისაუბრა. მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ კონცეფციაზე, სამინისტრო, უკვე აქტიურად მუშაობდა და რომ სურსათის უვნებლობის ექსპერტებისა და სხვა მხარეების ჩართულობით. სკოლებში კვების მიწოდების, სხვადასხვა, მოდელი განიხილებოდა.

მიხეილ ჩხენკელს, პარლამენტში, ეს გამოსვლა, 2022 წლის იანვარში ჰქონდა. მას შემდეგ, ერთ წელი გავიდა, თუმცა, შედეგებზე, ხელისუფლებისგან, დღეს, ვერაფერი მოვისმინეთ. საქართველოს განათლების სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამჯერადაც, ერთი წლის წინანდელი სტატიით გვეხელმძღვანელა.

მეტის ნახვა