„TV25“-ის რეპორტიორზე თავდამსხმელი ძიძა 7 თვიან უფასო შვებულებაში გაუშვეს

დასვენება დასჯის ნაცვლად - “TV25“-ის რეპორტიორზე თავდამსხმელი ძიძა, ბაღის ადმინისტრაციამ, შვიდ თვიან უფასო შვებულებაში გაუშვა.

ბათუმის ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ნინო ცენტერაძემ, განცხადება, ოჯახური პირობების მიზეზით, 17 ნოემბერს დაწერა, ვადა კი 17 ივნისს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ თარიღი სწორედ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა,  "TV25”-მა დაადგინა, რომ ჟურნალისტზე მოძალადე ქალი ბათუმის მე-12 საბავშვო ბაღში ძიძად მუშაობდა.

შეგახსენებთ, ცენტერაძე, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქართული ოცნების კოორდინატორად მუშაობდა.

იგი ჩვენმა რეპორტიორმა კანონდარღვევასა და ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობაში ამხილა. თეო ფუტკარაძეზე თავდამსხმელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით დაიწყო, თუმცა, საქმეზე კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

 

სიუჟეტი არქივიდან:

მეტის ნახვა