ტური "TV25"-ში - მაუწყებელს სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ტური "TV25"-ში. ჩვენს მაუწყებელს სამოქალაქო კლუბ „ჩაუმქრალი სანთლების“ ორგანიზებით სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოზარდებმა ტელევიზია დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს ჟურნალისტი, თეო ფუტკარაძე პასუხობდა.

„TV25“-ის დათვალიერების მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.

მეტის ნახვა