ტური "TV25"-ში - მაუწყებელს ქობულეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ტური „TV25“-ში. ჩვენს მაუწყებელს ქობულეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. ახალგაზრდებმა ტელევიზია დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ. მათ მიერ დასმულ კითხვებს, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, სულხან მესხიძე პასუხობდა.

ტურს ორგანიზება ფონდ „იალქანის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გაუწია. მაუწყებლის დათვალიერების მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.

მეტის ნახვა