ტური "TV25"-ში - მაუწყებელს ფონდ "იალქანის" მოსწავლეები სტუმრობდნენ

ტური “TV25“-ში. ჩვენს მაუწყებელს ფონდ „იალქანის“ მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოზარდებმა ტელევიზიის  სტუდიები დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ასევე, გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და სამუშაო პროცესს დააკვირდნენ.

მათ მიერ დასმულ კითხვებს, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ჟურნალისტები პასუხობდნენ. მაუწყებლის დათვალიერების მსურველებს, წერილების გამოგზავნა, ჩვენს სოციალურ ქსელებში შეგიძლიათ.

მეტის ნახვა