სახელმწიფო აუდიტი ბსუ-ში არსებულ დარღვევებზე წერს

სახელმწიფო აუდიტმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ფინანსური ხარვეზები გამოავლინა. ანგარიშში საუბარია გადაჭარბებით გადახდილი სამაგისტრო პროგრამების სწავლის საფასურზე. დასკვნის მიხედვით, 653 სტუდენტმა ზედმეტად გადაიხადა 332 000 ლარი, რომელიც უნივერსიტეტმა უკან უნდა დააბრუნოს.

კვლევაში აღნიშნულია, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის განსაზღვრული სწავლის გადასახადის ნაკლოვანებაზეც, რომლის დავალიანებამაც 2019 წლის ბოლოსთვის, მილიონ 486 ათას 817 ამერიკული დოლარი შეადგინა. აუდიტი, ბსუ-ს მიერ ფინანსური რესურსების არამიზნობრივ ხარჯვისა და შიდა კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს.

უნივერსიტეტში ამბობენ, რომ რიგი ხარვეზები უკვე გამოსწორებულია და სტუდენტებს თანხები უკვე დაუბრუნეს. რაც შეეხება უცხოელ სტუდენტებს, ნიკა ჩხარტიშვილის თქმით, საკითხთან დაკავშირებით, მოკვლევა იმ კომპანიასთან მიმდინარეობს, რომელიც ინდოელების სასწავლო დაწესებულებაში შემოყვანას უზრუნველყოფს. 

მეტის ნახვა