"საბჭოთა კავშირის გადმონაშთია, სადაც მონებად გვზრდიან" - ქობულეთის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლე სკანდალური განცხადება ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ

„თავისუფლება არ არის ამ სკოლაში, ეს არის საბჭოთა კავშირის გადმონაშთი, სადაც მონებად გვზრდიან“ - სკანდალური შინაარსის განცხადება, ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, ბოლო ზარის ღონისძიებაზე, ერთ-ერთმა მეთორმეტეკლასელმა გააკეთა.

ახალგაზრდამ ღიად დაგმო საგანმანათლებლო დაწესებულების საბჭოური მიდგომები, რასაც ტაში ათობით მოსწავლემ დაუკრა.

რამ მიიყვანა კურსდამთავრებული აქამდე და როგორ აფასებს სკოლის დირექცია მის ბრალდებას? მესამე საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ „ბავშვმა ბავშვურად თქვა“, რაზეც მოიბოდიშა. ნანა მენაბდე მიიჩნევს, აბიტურიენტის განცხადებაში ცუდი არაფერია.

მეტის ნახვა