რომელი მოსწავლეები მიიღებენ ოქროსა და ვერცხლის მედლებს?

მედალი

საქართველოს განათლებისა სამინისტრო წარჩინებულ მოსწავლეებს სწავლის დასრულების შემდეგ, ოქროსა და ვერცხლის მედალს გადასცემს. წახალისების აღნიშნული პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებს და მე-10, მე-11 და მე-12 კლასის წლიურ ნიშნებს ითვალისწინებს.

მოსწავლე ოქროს მედალს მოიპოვებს თუ:

მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში დამრგვალების გარეშე არის 10 ქულა.

მოსწავლე ვერცხლის მედალს მოიპოვებს თუ:

მის მიერ მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული მთელი საშუალო საფეხურის (X-XII კლ.) განმავლობაში არის 9.8 ან მეტი.

საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებული პირობის მიხედვით, მედალს ვერ მიიღებს ის მოსწავლე, რომელმაც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის კლასის/კლასების, ან საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით.

გარდა ამისა, ოქროსა და ვერცხლის მედალს კერძო სკოლის მოსწავლეებიც მიიღებენ, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებას მედლის გაცემის რაოდენობაზე რაიმე ლიმიტი ან შეზღუდვა არ აქვს - გასცემს იმდენ მედალს, რამდენი მოსწავლეც დააკმაყოფილებს აღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, განურჩევლად იმისა, რამდენი ბავშვია კლასში.

აღსანიშნავია, რომ ის მოსწავლეები, რომლებიც მე-7, მე-8 და მე-9 კლასში დამრგვალების გარეშე, წლიურ ქულად 10-ს მიიღებენ, სახელმწიფოსგან საჩუქრად ლეპტოპებს მიიღებენ.

 

წყარო: mshoblebi.ge

მეტის ნახვა