როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი? - სემინარი ჟურნალისტებისთვის

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ჩაატარა, რომელსაც მაკა ანთიძე გაუძღვა. მან  ჟურნალისტებს როიტერში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება გაუზიარა.

დამსწრეებმა რეპორტინგის, საგანგებო სიტუაციების, პოლიტიკისა და ეკონომიკის გაშუქებისთვის საჭირო ცოდნა მიიღეს, გარდა ამისა ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის ტექნიკები შეისწავლეს.

როგორ იქმნება სტატია და როგორ უნდა გადმოვცეთ ამბავი, როგორ უნდა იმუშაოს რეპორტიორმა და რა უნდა ახსოვდეს მას საგანგებო სიტუაციების გაშუქებისას - ამ თემებზე ჟურნალისტებმა თეორიული და პრაქტიკული მაგალითები განიხილეს.

მეტის ნახვა