ახალი ამბები • 1726648585
რა შესაძლებლობებს იძლევა FLEX-ის პროგრამა
ოცდაათ წელზე მეტია, რაც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა "FLEX" შესაძლებლობას აძლევს ქართველ უფროსკლასელებს ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს.
2023-2024 წელს, აკადემიური წლისათვის "FLEX"-ის ფარგლებში ფინალისტების შერჩევა მიმდინარეობს. გამარჯვებულების მგზავრობა, ამერიკაში და უკან, სრულად დაფარული იქნება. ისინი, ასევე, უზრუნველყოფილნი იქნებიან ყოველთვიური სტიპენდიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით.
აშშ-ში ყოფნისას ქართველ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
პროგრამაზე უფრო ვრცლად, "FLEX"-ის პროგრამის რეკრუტერი რიმა ბერიძე მოგვიყვება.
1726553925
1725957626
1725903423