ქობულეთში, თეონა ტაკიძის სახელობის საქალაქო ინტელექტუალური ოლიმპიადა გაიმართა

ქობულეთში, თეონა ტაკიძის სახელობის საქალაქო ინტელექტუალური ოლიმპიადა გაიმართა. შეჯიბრში მუნიციპალიტეტის 24 სკოლის 144 მოსწავლე იყო ჩართული. ლოგიკურ შეკითხვებზე, გუნდური მსჯელობით მიღებულ პასუხებს სპეციალური ჟიური აფასებდა.

საპრიზო ადგილები 6 ფინალისტს შორის გამოვლინდა. 2023 წლის გაზაფხულის სერიის გამარჯვებული ქობულეთის 6 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. ოლიმპიადა ნიგო ცეზარიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

მეტის ნახვა