ქობულეთის II საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებზე, ქართული ენის პედაგოგი დამატებით განმარტებას აკეთებს

„TV25“-ის ეთერში, ქობულეთის მეორე საჯარო სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ გასულ მასალაზე, ერთ-ერთმა რესპონდენტმა, ამავე სკოლის პედაგოგმა, დამატებითი განმარტების გაკეთება ისურვა. ზოია ანანიძე ამბობს, რომ საზოგადოებაში მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აცხადებს, პედაგოგების მხრიდან, გუშინ, საგაკვეთილო პროცესის დროებით შეჩერება დირექტორისადმი სოლიდარობას ემსახურებოდა და ეს პროტესტი არ იყო, კონკრეტულად, მოსწავლის ჩაგვრაში დადანაშაულებული მუსიკის მასწავლებლის მხარდასაჭერი აქცია.

მეტის ნახვა