მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული ვორქშოპი ჩატარდა

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის სერტიფიცირებული ვორქშოპი ჩაატარა. „Storytelling - როგორ მოვყვეთ სატელევიზიო ამბავი საინტერესოდ“, თემაზე მსმენელებს გამოცდილება რეპორტიორმა მარიკა ბაკურაძემ გაუზიარა.

როგორ მოვყვეთ ამბავი ვრცელ რეპორტაჟში და დავაინტერესოთ მაყურებელი, რით განსხვავდება ვრცელი რეპორტაჟი საინფორმაციო გამოშვების ახალი ამბებისგან, როგორ დავიწყოთ ამბის თხრობა, ვაჩვენოთ ავტორის პოზიცია და მივიტანოთ ამბავი სწორად მაყურებლამდე -  ამ თემებზე ვორქშოპი თეორიულის გარდა, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა.

მეტის ნახვა