მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა

განათლების სამინისტრო

წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია 2024 წლის დასაწყისამდე გადავადდა. პედაგოგებს გამოცდაზე გასვლის უფლება 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ.

განათლების მინისტრის განცხადებით, პროცესის მიზანი სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ამ დროისთვის, მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რაც საჭიროებების გაანალიზებას ემსახურება. ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მეტის ნახვა