ახალი ამბები • 1769693544
კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს "Happy Onlife"-ის აპლიკაცია გააცნო
განათლება
1651576471
კომუნიკაციების კომისიამ მოსწავლეებს “Happy Onlife”-ის აპლიკაცია გააცნო. მოზარდებმა, ტრენინგის ფარგლებში, თამაშის გზით, ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები შეისწავლეს. ასევე მიიღეს ცოდნა, თუ როგორ დაიცვან თავი კიბერბულინგისგან.
„Happy Onlife“, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე. კომუნიკაციების კომისიამ აპლიკაციის ქართული ვერსია შექმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.
მეტის ნახვა






















