კომუნიკაციების კომისია მასწავლებლების გადამზადებას განაგრძობს - ამჯერად, ტრენინგი 21 პედაგოგს ჩაუტარდა

„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია მასწავლებლების გადამზადებას განაგრძობს. ამჯერად, ტრენინგები ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლის 21 პედაგოგს ჩაუტარდა. მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს დეზინფორმაციასთან გამკლავების მექანიზმების, ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის ინსტრუმენტების შესახებ. ცნობისთვის, ღონისძიების მხარდამჭერი 2021 წლიდან ევროკავშირია. ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში, 700-ზე მეტ პედაგოგს ჩაუტარდა. მაღალი მოთხოვნის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისია ინფორმაციულ შეხვედრებს დამატებით 200 მასწავლებელს 10 რეგიონში ჩაუტარებს.

მეტის ნახვა