ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. სააღმზრდელო დაწესებულება 240 აღსაზრდელზეა  გათვლილი. შენობაში, ბავშვებისთვის, ექვსი ჯგუფი მოეწყო. ბაღის ეზოში გასართობი ატრაქციონების კუთხე და მინი სპორტული მოედანი განთავსდა.

შეგახსენებთ, ახალშენის საბავშვო ბაღი, ავარიულობის გამო სრულად დაკეტილი იყო და არ ფუნქციონირებდა. პატარები კი  დროებით, სკოლის შენობაში იყვნენ განთავსებულნი.

მეტის ნახვა